10 აპრილი 2020,   07:04
ვრცლად
გვიან ღამით ხანძარი იყო ლილოს ტერიტორიაზე, ცეცხლი 6 ჰექტარ მიწას მოედო

ხანძარი იყო გვიან ღამით ლილოს დასახლებაში სოფელ ნასაგურში. ცეცხლი მინდორზე გაჩნდა და ბუჩქებს მოედო.

ხანძრის შედეგად დაახლოებით 6 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა. შემთხვევა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მოხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. აალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები