04 აპრილი 2020,   12:25
ვრცლად
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტს რესურსის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა არჩევნების ჩაშლამდე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

ის მოქმედ პრეზიდენტს არსებული რესურსის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ხურციძის ინფორმაციით, ის იყო საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბებს ხელოვნურად ქმნიდა, მისი მომხრე კლუბებისთვის პრემიალური ხმების დაუსაბუთებლად მინიჭებით.

"მეგობრებო, დღეს იმართება რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. სამწუხაროდ, რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებისათვის მზადების პერიოდში, რაგბიზე ზრუნვა მთლიანად გვერდზე გადადო და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით არჩევნებში გამარჯვებისთვის დაიწყო მზადება. კერძოდ, დაკავებული იყო საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბების ხელოვნურად შექმნით, მისი მომხრე კლუბებისთვის პრემიალური ხმების დაუსაბუთებლად მინიჭებით... რამდენჯერმე ოფიციალურად მოვითხოვე დაუსაბუთებელი ხმების გაუქმება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარებულიყო, თუმცა ჩემი ეს მოთხოვნა სრულიად იგნორირებულ იქნა, ამის გამო არ ვაპირებ დღევანდელ არჩევნებზე დასწრებას.

მადლიერება მინდა გამოვთქვა იმ კლუბების მიმართ, რომლებმაც მართლაც გულწრფელად გამომიცხადეს მხარდაჭერა და მოვუწოდო, დღეს გასამართ არჩევნებზე თავიანთი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება!

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს მეგობრებს, ვისაც გჯეროდათ ჩემი და გვერდში მედექით! ასევე მადლობა ყველას ვინც ჩემი გამოსვლები და სტატიები მოიწონეთ, გააზიარეთ, ან, თუნდაც, არ დაიზარეთ, ნახეთ და წაიკითხეთ. ყველაფერი წინ არის!"- წერს ხურციძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები