04 აპრილი 2020,   22:35
ვრცლად
შეკითხვებზე პასუხი არ აინტერესებთ - ფინანსთა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მიუსვლელობის მიზეზებს განმარტავს

ფინანსთა მინისტრი პირველ განმარტებას აკეთებს, დაპირების მიუხედავად, რატომ არ მივიდა დღეს საკანონმდებლო ორგანოში.

ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ შესაძლოა,  რეგლამენტის მიხედვით უნდა მისულიყო საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა აღნიშნავს, რომ  ყველა იმ კითხვას, რაც დასმული იყო საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას უპასუხა.

ვანო მაჭავარიანის თქმით,  დეპუტატებს  დასმულ კითხვებზე პასუხის მოსმენა არ  სურდათ და მათ სხვა მიზეზი ჰქონდათ.

"მე არ დავარქმევდი, რომ ავარიდე თავი. მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა მე მგონი, ჩვენ უნდა შევხედოთ ამ საკითხს შემდეგნაირად. სულ რამდენიმე დღის წინ, მინისტრის საათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და არ ვიცი, თქვენ უსმენდით თუ არა, თუ დააკვირდით გამოსვლას, იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე პრაქტიკულად იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში.

თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად დარბაზი დატოვეს იმ დეპუტატებმა, ვინც ეს წერილი მოიწერეს. არც კი იყვნენ იქ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვების პასუხი კი არ აინტერესებდათ. ფაქტია, რომ საანგარიშო ვალდებულებისთვის არ არის, ეს არის რაღაცების მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდა," - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

დღის ამბები