09 აპრილი 2020,   12:11
ვრცლად
ჩინეთიდან ევაკუირებული ადამიანები, რომლებიც საჩხერის სასტუმროში კარანტინში იმყოფებიან, თავს კარგად გრძნობენ

საკარანტინო პერიოდის მესამე დღე საჩხერეში. კვლავ საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სასტუმროში რჩება საქართველოს 34 მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოიყვანეს.

მათ მედიკოსთა ჯგუფი აკვირდება. ექიმების თქმით, ამ დრომდე არცერთ მათგანს ვირუსის კლინიკური ნიშნები არ გამოვლენია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაიას ინფორმაციით, კარანტინში მყოფი მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ.

"ჩვენთან მოთავსებული 34 ადამიანი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. უკვე მესამე დღეა, რაც ჩვენთან არიან და არანაირი საეჭვო სიმპტომი მათ არ აღენიშნებათ," - აღნიშნა მაია ხელაიამ.

დღის ამბები