09 აპრილი 2020,   11:10
ვრცლად
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა, თუმცა მსოფლიო მასშტაბით ვირუსს 2698 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა. თუმცა ამ დადებითი ფაქტის ფონზე მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი მაინც იზრდება, ამ დროისთვის ვირუსმა 2698 ადამიანი იმსხვერპლა. ფატალური შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი. ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 893-მდე გაიზარდა სამხრეთ კორეაში. ევროპაში კი, ინფიცირების ყველაზე მეტი - 229 შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც დაღუპულია 7 ადამიანი.

რაც შეეხება ირანს, ქვეყანაში "კოვიდ-19"-ით 60 პირია ინფიცირებული. ვირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12-მდეა. კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ომანში.

დღის ამბები