02 აპრილი 2020,   16:49
ვრცლად
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული - ლუგარის ლაბორატორიის პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 13 პირი იმყოფება.

მათგან 3 ირანის და ერთი ჩინეთის მოქალაქეა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტებს ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა. მათი ანალიზები კი, უკვე გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.

"3 მათგანი არის ირანის მოქალაქე, ერთი ჩინეთის მოქალაქე, დანარჩენები ყველა ქართველები არიან, რომლებიც ნამყოფები არიან ძირითადად იტალიაში და მილანიდან არიან ჩამოსულები. ყველა ასეთი შემთხვევა განიხილება, როგორც შესაძლო შემთხვევა, ასეთ პაციენტებს ვათავსებთ ჩვენთან ბოქსირებულ განყოფილებაში და ვუტარებთ კვლევებს, აღებულია ამ ცამეტივე პაციენტზე ტესტი და დღის მეორე ნახევარში შედეგები ჩვენთვის ცნობილი იქნება,"-  განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები