07 აპრილი 2020,   14:51
ვრცლად
ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი თვის მანძილზე, ოფიციალური მონაცემებით, თითქმის 10 თეთრით გამყარდა

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარება ხელოვნური არ არის.

ლარმა ვალუტის ბაზარზე პოზიციები მცირედით, თუმცა დღეს ისევ გაიმყარა. ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 2 ლარსა და 79 თეთრზე ოდნავ მეტი ღირს, რაც გუშინდელ ფასთან შედარებით მეოთხედი თეთრით იაფია.

სავალუტო ჯიხურებში 1 ამერიკული დოლარის ღირებულება ოფიციალურ კურსთან მიახლოებულია.

ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების პროცესში ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავენ მთავრობაში.

მინისტრთა კაბინეტში ლარის პოზიციების გამტკიცებას მაკროეკონომიკური ფაქტორებით, ნეგატიური მოლოდინების განეიტრალებითა და პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებით ხსნიან.

ეკონომიკური გუნდი წინასწარ პროგნოზებზე არ საუბრობს. მთავრობაში ამბობენ, რომ ლარის მომავალი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ლარის გამყარებას, ისევე როგორ გაუფასურებას, ოპოზიციაში ხელისუფლების მართულ პროცესად მიიჩნევენ. მმართველი გუნდის ოპონენტები ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ დასტაბილურებას უმრავლესობის წინასაარჩევნო გეგმას უკავშირებენ.

რამ გაამყარა ლარი - ეს კითხვა მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს წარმომადგენლობების ხელმძღვანელებსაც დავუსვით.

საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ეროვნული ვალუტის გამყარებას შოკებსა და ინფლაციაზე ეროვნული ბანკის საპასუხოპოლიტიკით ხსნიან.

ბოლო ერთი თვის განმავლოაბაში, ოფიციალური მონაცემებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 10 თეთრით გამყარდა.

დღის ამბები