04 აპრილი 2020,   13:19
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებული 32 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 800-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 81 ათასზე მეტი ადამიანი.

"კოვიდ 19"-ის პირველი შემთხვევები საქართველოს პარალელურად, გამოვლინდა რუმინეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ნორვეგიასა და ფინეთში.

"კოვიდ 19"-ის შემთხვევები 400-მდე გაიზარდა იტალიაში. დაღუპულია 12 ადამიანი. ამდენივე დაიღუპა სამხრეთ კორეაშიც. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 1500 გადააჭარბა.

იაპონიაში 7-მდე გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხვი. ბოლო მონაცემებით, ირანში ვირუსით ინფიცირებულია 139 და დაღუპულია 19 ადამიანი. უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალა ერაყმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი იტალიასა და სამხრეთ კორეასთან მიმოსვლის გამკაცრებას განიხილავს.

მსოფლიოში კორონავირუსის მქონე 32 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

დღის ამბები