04 აპრილი 2020,   21:59
ვრცლად
იმოქმედებს თუ არა კორონავირუსის გავრცელებაზე ჰაერის ტემპერატურის მატება - სპეციალისტის განმარტება

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ჰერის ტემპერატურის მატებასთან ერთად კორონავირუსი გავრცელებას შეწყვეტს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი "რუსთავი 2"-თან ამბობს, რომ ახალ კორონავირუსზე დაზუსტებით ვარაუდის თქმა ძალიან რთულია, რადგან COVID-19 სრულიად ახალი ვირუსია. 

"კორონავირუსს ჯერ გარემო ტემპერატურის მატების პროცესები არ გაუვლია, ანუ გაზაფხული არ გადაუტანია, ამიტომ, დანამდვილებით არავინ იცის, თუ როგორ მოიქცევა ვირუსი უფრო მომატებულ ტემპერატურაზე. ერთი რამ ცხადია, რომ ზოგადად, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ვირუსი უფრო ადვილად კვდება. ასევე, ვირუსთან ბრძოლისთვის ძალიან კარგია მაღალი განიავება და მშრალი ჰაერი.

ვიმედოვნებ, რომ გაზაფხულზე, როდესაც ჰერის ტემპერატურა მოიმატებს და შესაბამისად, ადამიანები სივრცეებში განიავებას უფრო ინტენსიურად დაიწყებენ, ვირუსის გავრცელების ალბათობა შემცირდება, მაგრამ ის, რომ საერთოდ გაქრება და გარემოში აღარ იარსებებს, რეალობას მოკლებულია და ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი," - აღნიშნავს ხათუნა ზახაშვილი. 

 

ავტორი : სოფო ფერაძე

დღის ამბები