03 აპრილი 2020,   23:54
ვრცლად
"თუ აგრესიულად იმოქმედებთ, შეძლებთ ვირუსის შეკავებას" - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოც აისახა

საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის დღევანდელ ანგარიშში აისახა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ის 7 ქვეყანა დაასახელა, სადაც ბოლო 24 საათში COVID-19 დაფიქსირდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, მიიღოს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ აგრესიული ზომები, მოახდინოს დაავადების პრევენცია, რითაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს.

"ბოლო 24 საათში 7 ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევები. ესენია ბრაზილია, საქართველო, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაკისტანი და რუმინეთი. მინდა, თითოეულ ამ ქვეყნას მივმართო, ეს თქვენი შესაძლებლობის ფანჯარაა, თუ თქვენ ახლა აგრესიულად იმოქმედებთ, შეძლებთ ვირუსის შეკავებას, თქვენ შეძლებთ, რომ ახალი ადამიანები არ დაავადნენ და მათი სიცოცხლე გაადარჩინოთ. ჩემი რჩევაა, იმოქმედოთ სწრაფად. იტალიაში, ირანსა და სახრეთ კორეაში ვირუსმა თავისი შესაძლებლობები მთლიანად გამოავლინა. ეს ვირუსი არ არის გრიპი. თუ სწორ ზომებს გავატარებთ, შევძლებთ ვირუსის შეკავებას," - განაცხადა გებრეიესუსმა. 

დღის ამბები