04 აპრილი 2020,   00:41
ვრცლად
თუ შევთანხმდებით, სასურველია კანონპროექტი ოთხშაბათამდე დაინიცირდეს - ირაკლი კობახიძე

"ვფიქრობთ, შესაძლებელია ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც თანხვედრაში იქნება ყველა შესაბამის პრინციპთან," - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. 

კობახიძის თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება ოთხშაბათამდე მოხდება

"მორიგი შეხვედრა გვაქვს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ არის ის, რომ გაიმართოს მოლაპარაკება და მიღწეული იქნას შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც გვექნება საუბარი სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება საარჩევნო სისტემის საკითხზე. იქნება საუბარი პრინციპებზე. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც საუბრობს ოპოზიცია და რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, არის 40%- იანი ბარიერი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება გვქონდეს საინტერესო დისკუსია, ასევე ჩვენი წინადადებები და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც საბოლოო ჯამში თანხვედრაში იქნება ყველა შესაბამის პრინციპთან. სასურველია, ოთხშაბათამდე უკვე დაინიცირდეს კანონპროექტი თუ იქნება შეთანხმება მიღწეული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები