07 აპრილი 2020,   08:54
ვრცლად
მამაკაცი, რომელმაც მარნეულში თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა, დააკავეს

სამართალდამცველებმა დააკავეს 1988 წელს დაბადებული ი.ი, რომელმაც 22 მარტს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი - 1992 წელს დაბადებული ი.მ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები