07 აპრილი 2020,   08:07
ვრცლად
ესპანეთში 1 დღეში 738 ადამიანი გარდაიცვალა - კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ ჩინეთისას გადააჭარბა

ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთისას გადააჭარბა. 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 434 შეადგინა. ბოლო 24 საათში ვირუსმა 738 ადამიანი იმსხვერპლა. 

ინფიცირებულთა რაოდენობა 47 610-მდე გაიზარდა. 

ესპანეთი კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობის მიხედვით იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა. 

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, იტალიაში COVID-19-მა 6820 ადამიანი, ჩინეთში კი - 3 285 შეიწირა.

დღის ამბები