06 ივლისი 2020,   09:53
ვრცლად
კიდევ სამ პაციენტს პირველადი ტესტით კორონავირუსი აღარ აქვს - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამ პაციენტს პირველადი ტესტით კორონავირუსი აღარ აქვს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. იმისთვის, რომ პაციენტები საბოლოოდ გამოჯანმრთელებულებად ჩაითვალონ, განმეორებითი ტესტიც უარყოფითი უნდა იყოს, რომელიც 24 საათში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. 

დღის ამბები