08 ივლისი 2020,   08:30
ვრცლად
მარნეულში თავდაცვის ძალებმა კონტროლი უფრო გაამკაცრეს

ქვეყნის მთავარ საკარანტინო სივრცეში, ბოლნისსა და მარნეულში 150 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე მეოთხე დღეა იზოლაციაშია.

მათ სპეციალური შემოწმება უტარდებათ. თავდაცვის ძალებმა კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს.

გამშვებ პუნქტებზე გააბეს მავთულხლართები, განალაგეს ბეტონის კონსტრუქციები, დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები.

მეორეხარისხოვან გზებზე კი, მობილური ჯგუფები პატრულირებენ. ზონაში მუშაობენ მედიკოსების მობილური ჯგუფები. ყველა საეჭვო პაციენტი კლინიკებიდან საველე ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

დღის ამბები