06 აპრილი 2020,   13:31
ვრცლად
თავდაცვის ძალებში დაფიქსირებული ნებისმიერი შესაძლო შემთხვევა სამხედრო ჰოსპიტალში იქნება მოთავსებული - დავით ბარლიანი

სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გუშინ ვირუსის სიმპტომებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს, მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ:

"დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, თავდაცვის ძალებში ნებისმიერი შესაძლო შემთხვევა იქნება მოთავსებული ჰოსპიტალში და მას გაეწევა კვალიფიციური დახმარება. იქნება გამოკვლევა ჩატარებული და დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მკურნალობა კლინიკური საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით,"- განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

5 სამხედრო პირის ანალიზის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან. ოთხი ჯარისკაცის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთ-ერთ მათგანს პნევმონია აქვს. 

ამასთან თავდაცვის უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი გაავრცელებს.

დღის ამბები