03 აპრილი 2020,   01:19
ვრცლად
"აჭარა ჯგუფი" თბილისის ცენტრში მოქმედ სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ს სახელმწიფოს საკარანტინო სივრცისთვის უთმობს

"აჭარა ჯგუფი"  თბილისის ცენტრში მოქმედ სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ს სახელმწიფოს საკარანტინო სივრცისთვის უთმობს, - ამის შესახებ "აჭარა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მმართველობაში არსებული ყველაზე მასშტაბური და მრავალ ოთახიანი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi სახელმწიფოსთვის დაგვეთმო. სასტუმრო უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს, რომელთაც სავალდებულო ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდის გავლა უწევთ. გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რომელმაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა. მივყვებით ყველა რეკომენდაციას და ვიცავთ უსაფრთხოების მკაცრ ნორმებს, რათა მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ თვითიზოლაციაში მყოფი სტუმრებისთვის", - ნათქვამია "აჭარა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად მოლაპარაკებებს მართავს. 

 

 

 

დღის ამბები