05 აპრილი 2020,   21:11
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში ვირუსი 17 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და საერთო ჯამში, 85 ათასზე მეტი ინფიცირებულით ჩინეთს გადაუსწრო. 

იტალიასა და ესპანეთში, ბოლო ერთ დღეში, გარდაცვალების 700-700-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იტალიელი პაციენტების დახმარების მზაობას გამოთქვამს გერმანია. ქვეყანაში იტალიიდან რამდენიმე ათეულ პაციენტს გადაიყვანენ.

მონაცემები მატულობს ევროპის სხვა ქვეყნებშიც. კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტები გამოვლინდა ნიკარაგუასა და ვენესუელაში.

პანდემიის გამო დღეიდან საზღვრებს კეტავს უკრაინა. მოსახლეობის გადაადგილების წესებს ამკაცრებს დიდი ბრიტანეთი. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ თურქეთში 75-ს მიაღწია.

გარდაცვალების მე-3 ფაქტი დადასტურდა აზერბაიჯანში. ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს სომხეთსა და რუსეთში. დიდი ოცეულის ვიდეოკონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები გლობალური ეკონომიკისთვის 5 ტრილიონი დოლარის ინვესტირებაზე შეთანხმდნენ.

პანდემიის კუთხით შედარებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ჩინეთში.

მსოფლიოში სულ 120 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები