05 აპრილი 2020,   19:35
ვრცლად
კახეთში რამდენიმე საავადმყოფო COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მომზადდება - გუბერნატორი

კახეთის გუბერნატორსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა კახეთის რეგიონში კორონავირუსის მხრივ არსებული მდგომრეობაა იყო. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საჭიროა, დაიწყოს რამდენიმე საავადმყოფოს მომზადება იმისთვის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეძლონ. 

შეხვედრაზე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმიდან გამომდინარე, რეგიონში კონტროლის გამკაცრებაზე და განსახორციელებელ რეგულაციებზე იმსჯელეს. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ყველა უწყების წარმომადგენელს შესაბამისი მითითებები მისცა. შეხვედრას ძალოვანი უწყებებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დისტანციურად ჩაერთნენ განხილვაში მუნიციპალიტეტის მერები.

COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 452 ადამიანი, ხოლო 8 საკარანტინე სივრცეში 528 პირი იმყოფება.

დღის ამბები