06 ივნისი 2020,   09:31
ვრცლად
მოქალაქის ზარი ონლაინ კლინიკაში 112-ის მიერ გადამისამართდება - თამარ გაბუნია

ონლაინ კონსულტაცია ექიმთან - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ონლაინ კლინიკების მეშვეობით, რომელიც ამ დროისთვის ჯამში 24-ია, მოქალაქეები საეჭვო რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში კონსულტაციას მიიღებენ.  მისი თქმით, მოქალაქეებს ონლაინ კლინიკებში 112 გადაამისამართებს. 

"ე.წ. ონლიან კლინიკა უკვე გაიმართა 24 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების ბაზაზე. ეს არის 15 თბილისში და დანარჩენი რეგიონებში. მათ შორის ბათუმი, სადაც არის ორი ასეთი ონლაინ კლინიკა, ქუთაისშიც იმუშავებს ორი ონლაინ კლინიკა. მცხეთაში, გურჯაანში, რომელიც მოემსახურება კახეთის რეგიონს და მიმდებარე სოფლებს და ასევე რუსთავში იქნება ონლაინ კლინიკა. ყველა კლინიკა დაფარავს როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე სოფლის მოსახლეობას. ონლაინ კლინიკაში ზარი გადამისამართდება 112 ის მიერ, როდესაც მოქალაქე მაღალი ტემპერატურის ან საეჭვო რესპირაციული სიმპტომების გამო მიმართავს 112-ს. ზარი გადამისამართდება საოჯახო მედიცინის ცენტრში, საიდაც მოქალაქეს დაელაპარაკება მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი და შედგება სრული სატელეფონო კონსულტაცია, რომელიც მოიცავს ყველა ელემენტს, ის, რაც შეიძლება შესრულდეს პირადი კონსულტაციის პროცესში, გარდა ფიზიკალური გასინჯვის ნაწილისა,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ცხელების კლინიკებს, თამარ გაბუნია რომ ამგვარი სახის კლინიკების იდეა ემყარება იმ მოსაზრებას, რომ ყველა კლინიკა მზად უნდა იყოს ცხელებიანი პაციენტის უსაფრთხოდ მიღებისთვის.

"ეს არის სავალდებულო მოთხოვნა ყველა კლინიკისთვის რომ ჰქონდეს ერთი გამოყოფილი ოთახი, იმისთვის, რომ მათთან ინფექციის კონტროლის წესების დაცვით, იზოლირებულად მართონ საეჭვო ინფექცია, ამ შემთხვევაში ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს COVID -19-ს,“ -აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები