29 მაისი 2020,   07:16
ვრცლად
განვითარებულ ქვეყნებში მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს შეუძლიათ სახლში, ექიმთან დისტანციური კონტაქტით განიკურნონ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მთელ მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, როდესაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტს შეუძლია სახლში,  ექიმთან დინტანციური კონტაქტით იმკურნალოს.

"ეს პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში. უამრავი პაციენტი არის დღეს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში და ასევე აშშ, რომელთაც აქვთ COVID-19 და ისინი იმყოფებიან სახლის პირობებში. ანუ, თუ ადამიანს აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა სახლში და დაავადების მიმდინარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ის იყოს სახლში, რა თქმა უნდა, ასეთი მსუბუქი პაციენტები მთელ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არიან სახლში," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები