29 მაისი 2020,   09:41
ვრცლად
კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ქვემო ქართლში, სოფელი ქვემო ბოლნისი დაიკეტა

ქვემო ქართლში, სოფელი ქვემო ბოლნისი დაიკეტა. ირკვევა რომ მიზეზი, ინფიცირების ახალი შემთხვევებია. ამ დროსითვის, ისიც ცნობილია, რომ დაინფიცირებულთა წყარო უკვე ცნობილია. 

ბოლნისის  ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე, შესაბამისი ჯგუფები სოფელში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მოქალაქეებს იკვლევენ.

"ბოლნისში ორი პაციენტი გამოვლინდა, ორივე სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება და მათზე შესაბამისი მკურნალობა ხორციელდება. 

ჩემი ინფორმაციით, აქედან კრიტიკულად მძიმე არცერთი არ არის. რაც შეეხება კონტაქტების კვლევას, ადგილზე მუშაობს ჯანდაცვის სამსახური. რომ არ მოხდეს კონტაქტირებულთა ქსელის გადინება, მივიღეთ გადაწყვეტილება ბოლნისში გაგვემკაცრებინა იზოლაციის რეჟიმი," - განაცხადა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა. 

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული კი აღნიშნავს, რომ ბოლნისის გადაკეტვის აუცილებლობა, მხარეში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა გამოიწვია. 

"ღამემ ყველა მიმართულებით ძალიან მშვიდად ჩაიარა. როგორც ცნობილია საპატრულო ეკიპაჟები რამდენიმე გაფრთხილებით შემოიფარგლა და მოსახლეობა ამ ყველაფერს მაქსიმალურად ადეკვატურად და გაგებით მოეკიდა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მთლიანად მხარეში, კორონავირუსის 10 დადასტურებული ფაქტია, მათ შორის, 7 მარნეულის მუნიციპალიტეტშია, სადაც გამოჯანმრთელება ერთია. სამი კი ბოლნისის მუნიციპალიტეტშია. რადგან ბოლნისსა და ქვემო ბოლნისში ვირუსის 2 ფაქტი დადასტურდა, ისინი პოლიციის მიერ სრულად გადაიკეტა," - აღნიშნა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები