29 მაისი 2020,   07:49
ვრცლად
ბოლო 5 ინფიცირებულიდან სამის წყარო დადგენილია, ორ შემთხვევას კი ეპიდემიოლოგები იკვლევენ

კორონავირუსის ბოლო 5 ახალი შემთხვევიდან სამი პაციენტის წყარო დადგენილია, ორის შემთხვევაში კი ღრმა კვლევა ტარდება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

"3 პაციენტზე ეპიდემიოლოგიური სურათის შეცვლას არ ველოდებით. 2 საკარანტინო ზონიდან არის, 1 უკვე დადგენილი კლასტერის კონტაქტია, ამ შემთხვევაში არ გვაქვს შეშფოთების საფუძველი, თუმცა 2 შემთხვევაში ძალიან ღრმა კვლევა ტარდება," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები