29 მაისი 2020,   07:01
ვრცლად
100 ლარამდე ბუნებრივი აირი და 37 ლარამდე მოხმარებული ელეტროენერგია - ვინ გათავისუფლდება კომუნალური გადასახადებისგან

 

მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, სადაც 2 მილიარდი ლარი გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად, ხოლო 351 მილიონი - კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის.

გეგმაში მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვაც არის გათვალისწინებული. მთავრობა მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადს ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ ბუნებრივ აირს. 

ბუნებრივი აირის შემთხვევაში, საუბარია 100 ლარამდე მოხმარებულ ბუნებრივ აირზე, ხოლო ელექტროენერგიის შემთხვევაში ეს არის, დაახლოებით, 37 ლარი.

მარტის კომუნალური გადასახადი, როგორც წესი, მოქალაქეებს აპრილში მისდით, შესაბამისად, დაიწყება მარტის დავალიანების დაფარვით და გაგრძელდება მაისის ჩათვლით. 

როგორც ცნობილია, მოქალაქეები გათავისუფლდებიან წყლისა და დასუფთავების გადასახადისგანაც. მთავრობაში ამბობენ, რომ ეს არ არის ერთჯერადად გადადგმული ნაბიჯი მოსახლეობის დასახმარებლად და ამ პერიოდის განმავლობაში შემუშავდება გეგმა, თუ როგორ უნდა დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსს მიერ შექმნილი კრიზისი გამო უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 

 

დღის ამბები