29 მაისი 2020,   07:32
ვრცლად
ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში 179 მოქალაქე დაბრუნდა - ისინი 14 დღეს საკარანტინო ზონებში გაატარებენ

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში 179 მოქალაქე დაბრუნდა. ისინი 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

საკარანტინო ზონა საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია, სადაც 5400-მდე ადამიანია განთავსებული.

"ჩვენ, თითოეული მათგანი ახლად მოწყობილ საკარანტინო სივრცეში შევასახლეთ და ბუნებრივია, რომ ყველას 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევს. ტურიზმის ადმინისტრაცია საკარანტინო სივრცეების მოძიებასა და მათ მართვას აგრძელებს," - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. 

დღის ამბები