06 ივნისი 2020,   07:30
ვრცლად
პოლონეთში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, ვარშავაში საქართველოს საელჩოსთან რამდენიმე პირი დააკავეს

პოლონეთში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, ვარშავაში საქართველოს საელჩოსთან, რამდენიმე პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეებმა ვარშავა - თბილისის სამ აპრილს დაგეგმილ რეისზე ბილეთები ვერ შეიძინეს და სიტუაციაში გასარკვევად საელჩოში მივიდნენ.

საელჩოს თანამშრომლებმა კი პოლიცია გამოიძახეს. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რის შემდეგაც რამდენიმე პირი დააკავეს.

"დღეს უნდა დაწყებულიყო ბილეთების გაყიდვა ვარშავა - თბილისის რეისზე. აღმოჩნდა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო და ვერ მოასწრო ვერავინ ყიდვა. პოლონეთში არის ქართველების ჯგუფი, იქ დაორგანიზდა, რომ ყველა წასულიყო საელჩოსთან. მე პირადად როდესაც მივედი, ხალხი უკვე გამორბოდა. საელჩოსთან სპეცრაზმი იყო მოსული. რამდენიმე დააკავეს. 

სავარაუდოდ, პოლიცია საელჩომ გამოიძახა და მიზეზი მათ ეცოდინებათ. საელჩოსთან ახლა არავინ არ არის, ვერავინ ვერ ეკარება. "აირზენას" უნდა შეესრულებინა ფრენა, მაგრამ გაუქმდა," - განაცხადა პოლონეთში მცხოვრები ქართველმა მირიან ხერხეულიძემ.

"კურიერი" საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც მომხდარის დეტალებს არკვევენ.

დღის ამბები