03 ივნისი 2020,   08:39
ვრცლად
ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი მოეწყო

ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი მოეწყო. ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო.ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე ამოქმედდა. დაწესებულებაში მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებენ, რომელთაც რესპირატორული მოვლენები და ტემპერატურა აქვთ. ადგილზე შემოწმდება ეპიდემიოლოგიური და დაავადების ანამნეზი, ასევე, 24 საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება მოხდება. ე.წ. ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების უკეთ მართვა წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის უკვე სამი ცენტრია ამოქმედებული.

დღის ამბები