03 ივნისი 2020,   08:01
ვრცლად
ვარშავა-თბილისის მიმართულებებზე ბილეთების რეალიზაციის საკითხს საგარეო უწყება ეხმიანება

ვარშავა-თბილისის რეისზე ბილეთებთან დაკავშირებული ინციდენტის თაობაზე საგარეო უწყება განცხადებს ავრცელებს. პოლონეთში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, ვარშავაში საქართველოს საელჩოსთან რამდენიმე პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეებმა ვარშავა-თბილისის სამი აპრილის დაგეგმილ რეისზე ბილეთები ვერ შეიძინეს და სიტუაციაში გასარკვევად საელჩოში მივიდნენ. პოლიციის გამოძახება სავარაუდოდ სწორედ ხალხმრავლობას მოჰყვა. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც, რის შემდეგაც რამდენიმე პირი დააკავეს. მომხდარს საგარეო უწყება გამოეხმაურა და დეტალურად განმარტა როგორ მოხდა ვარშავა-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვა :

"გვსურს, გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 3 აპრილის ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის მიმართულებებზე ბილეთების რეალიზაციის საკითხს. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა საელჩომ პოლონეთის რესპუბლიკაში პოლონეთის ავიახაზებისგან, რომლის მიერაც სრულად იყო ორგანიზებული ბილეთების გაყიდვის პროცესი, გამოითხოვა 3 აპრილის რეისზე ბილეთების რეალიზაციის მონაცემები.

პოლონეთის ავიახაზების მონაცემებით, დღეს - 1 აპრილს, ავიაკომპანიამ 3 აპრილის ვარშავა-თბილისის რეისზე გასაყიდად გამოიტანა 67 ბილეთი. ბილეთების გაყიდვა დაიწყო ვარშავის დროით 10:00 საათზე. 32 ბილეთი გაიყიდა ვარშავის აეროპორტში მდებარე ავიაკომპანიის სალაროდან, ხოლო დარჩენილი 35 ბილეთი - ონლაინ, ანუ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით, კომპანიის ინფორმაციით, 20 წუთის განმავლობაში. ბილეთის ფასი იყო 199 ევროს ეკვივალენტი პოლონურ ეროვნულ ვალუტაში.

რაც შეეხება დანარჩენ 46 ბილეთს, როგორც ცნობილია, თავდაპირველად, კომპანიამ 3 აპრილის რეისზე ბილეთების ნაწილის გაყიდვა მოახდინა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად - 26 მარტს. (ამ ფაქტის აღმოჩენის შემდგომ, კომპანიას ქართული მხარისგან ეთხოვა დაუყონებლივ შეეწყვიტა ბილეთების რეალიზაცია, რადგან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განრიგით გაწერილ რეისებზე ბილეთების გაყიდვა უნდა მოხდეს ავიარეისამდე 2 დღით ადრე),"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები