26 მაისი 2020,   11:12
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს უახლოვდება - მაჩვენებელი 935 000-ს გასცდა 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს უახლოვდება. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი 935 000-ს გასცდა. დაღუპული კი 47 000-ზე მეტი ადამიანია. კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საფრანგეთი მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთს გადაუსწრო.

რეკორდულად გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში. ბოლო 24 საათში COVID-19-ით შტატებში ათასზე მეტი, ესპანეთში კი 923 ადამიანი დაიღუპა.

იტალიაში ბოლო ერთ დღეში 700-ზე მეტი ფატალური და ინფიცირების 4 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს სხვა ქვეყნებშიც. კორონავირუსი დაუდგინდა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრსა და მის მეუღლეს. 

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მოიმატა თურქეთში, სომხეთსა და რუსეთში. მსოფლიოში გაზრდილი სტატისტიკის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაზე მუშაობა.    

დღის ამბები