02 ივნისი 2020,   21:47
ვრცლად
საყოველთაო კარანტინის მიუხედავად ოზურგეთის ქუჩებში ხალხმრავლობაა

საყოველთაო კარანტინისა და მკაცრი შეზღუდვების პირობებში ოზურგეთის ქუჩებში კვლავ ხალხმრავლობაა.

მოქალაქეები ბანკების, აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების წინ ჯგუფებად დგანან. თუმცა ცდილობენ, დისტანცია დაიცვან.

ადგილობრივების თქმით, გარეთ ძირითადად სურსათის და მედიკამენტების შესაძენად გამოდიან და უსაფრთხოების წესების დაცვას ახერხებენ.

განსაკუთრებული თავშეყრის ადგილად კვლავ ოზურგეთის აგრარული ბაზარი რჩება, სადაც ხალხმრავლობის განმუხტვას მოხალისეთა ჯგუფი ცდილობს.

დღის ამბები