02 ივნისი 2020,   21:09
ვრცლად
"მაქსიმალურად დარწმუნდნენ, რომ ისინი შეძლებენ დაიცვან უსაფრთხოების ყველა ნორმა" - ნათია თურნავა ონლაინ გაყიდვების შესახებ

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ონლაინ გაყიდვების შესახებ საუბრობს.

მინისტრის განცხადებით, ონლაინ გაყიდვების შეზღუდვის მიზეზი დღეს ქვეყანაში შექმილი ვითარებაა. ნათია თურნავას თქმით, აუცილებელია, მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები. სწორედ აქედან გამომდინარე, ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად არის აკრძალული, თუმცა ეს აკრზალვა არ ეხება სასურსათო პროდუქციას და ფარმაცევტულ ნაწარმს. 

"ზოგადად ბიზნესის შეზღუდვა არასასიამოვნო და მტკივნეულია. მაგრამ მინდა გავიმეორო, რომ ეს პირველ რიგში ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ბიზნესებს, გადაეწყონ ახალ საქმიანობის წესზე და მაქსიმალურად დარწმუნდნენ, რომ შეძლებენ დაიცვან უსაფრთხოების ყველა ნორმა.

ამ ეტაპზე, გამომდინარე ამ ამოცანიდან, ონლაინ გაყიდვები, არასასურსათო პროდუქციის, პრაქტიკულად არის აკრძალული. ამაში არ შედის რა თქმა უნდა, ფარმაცევტული ნაწარმი, რაც შეეხება სასურსათოს, გრძელდება, თუმცა აქაც ჩვენ გადავამოწმებთ და მოვითხოვთ ყველა წესების დაცვას. 

მე მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მცირე ხანში ააწყო ეს ონლაინ გაყიდვები, იმიტომ რომ ესეც არ იყო მარტივი. მე ვიცი რა რესურსთან იყო ეს დაკავშირებული.

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორი მოდელით და ფორმატით შევძლებთ, რომ შევთავაზოთ ამ ბიზნესს გადაწყობა მუშაობის, მათ შორის პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები, ვინც არიან საწყობებში, არიან სამედიცინო გაიდლაინებთან შესაბამისობაში, აღჭურვილები, ეკიპირებულები, მათი ქცევის ალგორითმი უნდა იყოს გათვლილი. ასევე ის ადამიანები, ვინც მიდიან ამა თუ იმ ოჯახში, თვითონაც უნდა იყვნენ დაცულები და რა თქმა უნდა, კლიენტებიც იყვნენ დაცულები,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები