07 ივნისი 2020,   09:03
ვრცლად
მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს კურსთაშორისი სხვაობის რისკებს დაუზღვევს

ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში კურსთაშორისი სხვაობის რისკების დაზღვევის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეკონომიკაზე ზეწოლა შერბილდეს.

"ჩვენ ვცდილობთ ამ გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე. ეს არის ძალიან რთული ამოცანა იმიტომ, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით. ეს ასეა ცალსახად და ჩვენი ყველა მცდელობა მიმართულია იქით, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ზემოქმედება,"- განაცხადა მინისტრმა და მოქალაქეებზე ამ ზემოქმედების შერბილების ერთ-ერთ მაგალითად 9 ძირითად საკვებზე ფასების ზრდის დაზღვევა მოიყვანა. 

თურნავას თქმით, იგივე მიდგომაა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც:

"შემდეგი ნაბიჯია იგივე მიდგომა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მაქსიმალურად გავაგრძელებთ მშენებლობას და პროექტებს, ყველა ჩვენი ღონისძიება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საგანგებო ანტიკრიზისული ნაწილიდან. დღევანდელი კანონმდებლობა და კონტრაქტები იძლევა ამის შესაძლებლობას, არის რეზერვები და ამ რეზერვებს ავამოქმედებთ,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები