05 ივნისი 2020,   14:30
ვრცლად
შეშფოთების საფუძველი რომ იყო, ამიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა - პაატა იმნაძე

"შეშფოთების საფუძველი რომ იყო, ამიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში. პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში განსაკუთრებული ზომები იმიტომ იქნა მიღებული, რომ ნაკლები შემთხვევები გამოვლინდეს. 

"შეშფოთების საფუძველი ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მთელს დედამიწაზე. შეშფოთების საფუძველი რომ იყო, ამიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, შეშფოთების საფუძველი რომ იყო, ამიტომ გამკაცრდა ზომები. ეს ყველაფერი კეთდება სწორედ იმიტომ, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს ხოლმე,“ - აცხადებს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში მხოლოდ ერთი ინფიცირებული მედპერსონალია, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა. ამასთან, სამედიცინო პერსონალი, რომელიც არის დაცული და ყველანაირად აღჭურვილი, მისი კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან არ განიხილება, როგორც ჩვეულებრივი კონტაქტი, - განმარტა პაატა იმნაძემ.

"საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალი გვყავს მხოლოდ ერთი, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ყველა ის საავადმყოფო, სადაც დღეს იმყოფებიან COVID-იანი პაციენტები, რომ დახურონ, რადგან იქ არის COVID-იანი პაციენტი? ახლა ყველა დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს COVID-იანი პაციენტი. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მერე ყველა სამედიცინო დაწესებულება უნდა დაიხუროს?“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.  

დღის ამბები