02 ივნისი 2020,   22:20
ვრცლად
ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკაში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკაში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა.

ცენტრის მენეჯერის არჩილ მუკბანიანის განცხადებით, გუშინ კლინიკას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომით 20-მა პაციენტმა მიმართა. მათგან 13 გაეწერა, შვიდი კი ამ დრომდე მკურნალობს.

მაღალი ტემპერატურით და სხვა სიმპტომებით მიმართვიანობა ცხელების ცენტრშიც დღესაც გრძელდება. ადგილზე პაციენტების პირველადი გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა ხორციელდება.

კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში კი, მოქალაქეებს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაამისამართებენ.

იმერეთში მსგავსი სამი ცენტრია ამოქმედებული.

დღის ამბები