05 ივნისი 2020,   13:18
ვრცლად
ყველაზე მარტივი გზა, რითაც შეიძლება გაარჩიო მდიდარი და ღარიბი, ეს არის ელექტროენერგიის მოხმარება - რომან გოცირიძე

ყველაზე მარტივი გზა, რითაც შეიძლება გაარჩიო მდიდარი და ღარიბი, ეს არის ელექტროენერგიის მოხმარება - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრობის" წევრმა რომან გოცირიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან კრიზისის დროს სოციალური დახმარებები უფრო მასშტაბური უნდა იყოს.

"რაც გაკეთდა კომუნალური გადასახადების სახით, ჩვენ ახლა ამას არ მივიწერთ, მაგრამ ზოგადად იყო კონსენსუსი ოპოზიციაში, რომ ყველაზე მარტივი გზა, რითაც შეიძლება გაარჩიო მდიდარი და ღარიბი, ეს არის ელექტროენერგიის მოხმარება. როდესაც მოიხმარ თვეში 100 კილოვატ ელექტროენერგიას, ეს ნიშნავს, რომ გაქვს ერთი მაცივარი, ერთი ტელევიზორი და ორი ნათურა.

ჩვენი, "ნაციონალური მოძრაობის" 4 პუნქტიანი პაკეტი იყო სწორედ იმ ღონისძიებების სასწრაფოდ გასატარებელი ნუსხა, რომელიც საჭირო არის დღეს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები