02 ივნისი 2020,   21:49
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტის 2 საკარანტინე სივრცე დღეს 62-მა პირმა დატოვა

თელავის მუნიციპალიტეტის 2 საკარანტინო სივრცე დღეს, ჯამურად, 62-მა პირმა დატოვა.

მოქალაქეები კარანტინში 14 დღის წინ მიიღეს. თითოეულმა მათგანმა საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

კარანტინში მყოფების ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
სპეციალური ზონები როგორც კახეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეში ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი.

სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

"საქართველოს მასშტაბით, კიდევ 62-მა ადამიანმა გაიარა სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თითოეულ მათგანს სრულიად ჯანმრთელ ვაცილებთ მათივე ოჯახებში. 

მათ ვისაც ესაჭიროება სატრანსპორტო საშუალება და თავად ვერ უზრუნველყოფს დანიშნულების ადგილამდე გადაადგილებას, ადგილობრივი გუბერნია უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას,"- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა. 

მათ ვინც საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა, ამბობენ, რომ ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც ყველა მაღალი კლასის სასტუმროშია

მათივე განცხადებით, ის მძიმე პერიოდი, რომელიც ინფექციის მოლოდინს უკავშირდებოდა, შესაბამისად მოწყობილმა სივრცეებმა დადებითად გადაატანინა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5400-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებიც 82 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული.

დღის ამბები