03 ივნისი 2020,   06:22
ვრცლად
როგორ ერთობიან კარანტინში ქართველები და როგორ აიძულებენ ბავშვებს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას - "კურიერმა" სახალისო ვიდეოები შეაგროვა

მალე კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში მილიონს მიაღწევს. 

COVID-19-საშიში პანდემიის წინაშე მოულოდნელად აღმოჩენისა და WHO-ს არასაიმედო პროგნოზის  მიუხედავად, ქართველები ახერხებენ და ერთობიან კარანტინშიც

"კურიერმა" სახალისო ვიდეოები შეაგროვა, მათ შორის თუ როგორ აიძულებენ მშობლები ბავშვებს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას.

ჩვენ ყველა იზოლაციაში ვართ, მაგრამ არ ვართ იზოლირებული ერთმანეთისგან. ყოველდღიურად ადამიანები ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტებიან. უზიარებენ და აზიარებენ მათთვის საინტერესო, სასიამოვნო და დამაიმედებელ მოვლენებსა თუ ფაქტებს.

ხშირია სტრესთან ბრძოლის ინდივიდუალური მიდგომა - სიცილი არამხოლოდ თვითიზოლაციას დაგვაძლევინებს, არამედ სიცოცხლესაც გაგვიხანგრძლივებს.

 ავტორი: სალომე თარხნიშვილი



დღის ამბები