29 მაისი 2020,   07:51
ვრცლად
ფოთის ცხელების ცენტრში, ამ ეტაპზე კარანტინში 5 პაციენტი რჩება

ფოთის ცხელების ცენტრში დღეს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში რესპირატორული გართულების მსუბუქი სიმპტომებით 2 მოქალაქე მოათავსეს, რომელთაგან ერთი ზუგდიდის, მეორე კი ჭალადიდის მკვიდრია. პაციენტები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

"თვითიზოლაცია დღეს მოეხსნა 9 ადამიანს და დარჩა 13, კარანტინში 5 გვყავს. ცხელების ცენტრში დღეს ორი პაციენტი შემოიყვანეს, ერთი ზუგდიდიდან, მეორე ჭალადიდიდან, ისინი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ორივე შემოვიდა მსუბუქი სიმპტომატიკით, კორონავირუსზე არცერთი საშიში არაა," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები