29 მაისი 2020,   07:04
ვრცლად
კორონავირუსი და მსოფლიო - საგანგაშო მონაცემები და ციფრები, რომელიც რეკორდულად იზრდება

დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი იზოლაციაშიაკორონავირუსის გამო ევროპის კონტინენტი კვლავ წითელ ზონად რჩება. რეკორდულად გაზრდილი დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობით დღეს ესპანეთმა მსოფლიო რუკაზე უკვე იტალიას გადაუსწრო. აქ ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 117 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ით თითქმის 11 ათასი ესპანელია გარდაცვლილი.

დრამატულად გაზრდილი ფატალური შემთხვევების გამო იტალიის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ემოციები ვერ დამალა. იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 14 ათასს აღწევს. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ლომბარდიის რეგიონშია. იტალიის პრემიერ–მინისტრმა ქვეყანაში კარანტინი 13 აპრილამდე გაახანგრძლივა. ამ ფონზე ევროკომისია იტალიას კრიზისის დასაძლევად დახმარებას ჰპირდება.

ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლებია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ჩინეთს ინფიცირების შემთხვევებით გადაუსწრო გერმანიამ. ბოლო ერთ დღეში COVID-19-ით 1,300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთში. დიდ ბრიტანეთში კი, ხელისუფლება კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი გეგმის წარსადგენად ემზადება.

ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. ქვეყანაში COVID-19-ით დაავადებული 257 ათასზე მეტი ადამიანია. ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა კი, 7 ათასს მიაღწია. ყველაზე რთული მდგომარეობა ნიუ-იორკშია, სადაც ფატალურ შემთხვევათა რიცხვი თითქმის 3 ათასია.  

ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეპიდემიის გავრცელების მხრივ პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ჩინეთია, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთში 4 აპრილი ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსოფლიოში COVID-19-ით მილიონ 55 ათასზე მეტი ინფიცირებულია. კორონავირუსით თითქმის 56 ათასი ადამიანი დაიღუპა. ვირუსი უკვე 222 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.

 

 

 

 

  

დღის ამბები