01 ივნისი 2020,   19:24
ვრცლად
გორსა და ხაშურში ცხელების ცენტრს განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 12-მა პაციენტმა მიმართა

გორსა და ხაშურში ცხელების ცენტრს, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 12-მა პაციენტმა მიმართა.

საავადმყოფოთა ქსელის "გორმედის" დირექტორის განცხადებით, აქედან საეჭვო მხოლოდ 1 შემთხვევა იყო. შესაბამისად ანალიზი გაიგზავნა, თუმცა კორონავირუსის დიაგნოზი კვლავ არ დადასტურდა. 

შეგახსენებთ, რომ ცხელების ცენტრი კოორდინირებულად მუშაობს გადაუდებელი დახმარების ცენტრთან და პირმა ვისაც მომატებული ტემპერატურა და სხვა საეჭვო სიმპტომები აღენიშნება უნდა დარეკოს 112-ზე და მას შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

დღის ამბები