05 ივნისი 2020,   04:13
ვრცლად
მათ ვინც რუსეთის მიერ მომზადებული რეზოლუცია დაბლოკეს ჯანსაღ აზრს დაუპირისპირდენ - კონსტანტინ კოსაჩოვი საქართველოსაც მოიაზრებს

ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, მათ შორის საქართველო და უკრაინა, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დაბლოკეს, რუსეთის მიერ მომზადებული რეზოლუცია - პანდემიის პერიოდში სანქციებზე უარის შესახებ, ჯანსაღ აზრს დაუპირისპირდა - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა.

კოსაჩოვის განცხადებით, როცა დასავლეთისგან საჭირო იყო ჰუმანურობის გამოვლენა და გაცილებით სუსტების დახმარება, ეგოისტურმა აზროვნებამ იჭარბა.

"თუკი შტატებში სანქციებმა საბოლოოდ შეცვალა საგარეო პოლიტიკა, ხოლო უკრაინასა და საქართველოსთვის ანტირუსული ზომები გახდა ეროვნული იდეების სუროგატი, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ამერიკის პოზიციის ბრმად მხარდაჭერა - კიდევ ერთი დარტყმაა მის საერთაშორისო სუბიექტურობასა და ავტორიტეტზე,"- აცხადებს კოსაჩოვი. 

დღის ამბები