04 ივნისი 2020,   01:41
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის მქონე 2 ახალი პაციენტია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზის მქონე 10 პაციენტია, მათგან 2 მდგომარეობა მძიმეა:

"2 ახალი პაციენტიდან ერთი არის 13 წლის ბავშვი და ერთი მოზრდილი, გადაცემა მოხდა ოჯახის წევრისგან. მეორე გადაცემის წყაროც არის შიდა გადაცემა.

დადასტურებული დიაგნოზის მქონე 10 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთი მეტნაკლებად საყურადღებოა დანარჩენი სტაბილურია. სასწრაფო დახმარების ექიმის შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

დღის ამბები