04 ივნისი 2020,   02:44
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია. სხდომას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა ესწრებოდა.

ხვიჩა კიკილაშვილის კანდიდატურა თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ წარადგინა და დაასაბუთა, თუ რატომ იქნა მის მიერ მხარდაჭერილი და პლენუმის წინაშე წარდგენილი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის კანდიდატურა.

პლენუმს ასევე მიმართა სიტყვით მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და კოლეგებს გამოხატული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში, იგი ეცდება პირნათლად შეასრულოს თავისი მოვალეობა და გაამართლოს კოლეგების ნდობა.

ვახუშტი მენაბდე კი აცხადებს, რომ კანდიდატურები მოსამართლეებისთვის სხდომაზევე გახდა ცნობილი და არა მანამდე. 

"საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეუძლებელი იყო მსჯელობის ღიად წარმართვა. ასევე, აღსანიშნავია  დახურული პროცესი, სადაც ფაქტობრივად მოსამართლეების ნაწილისთვის კანდიდატურა ცნობილი უშუალოდ სხდომაზე გახდა," - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე. 

დღის ამბები