02 ივნისი 2020,   21:22
ვრცლად
სენაკის ბაზრის მოვაჭრეები აგრარული ბაზრის დროებით დაკეტვის არ ეთანხმებიან

სენაკის ბაზრის მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრის დროებით დაკეტვის შესახებ არ ეთანხმებიან. მათი თქმით, ბაზრის დაკეტვა პრობლემებს შეუქმნის როგორც ადგილზე მომუშავე პირებს, ასევე მყიდველსაც.

ბაზრის მოვაჭრეები ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლას და ბაზარს ტერიტორიის დეზინფექციას მოუწოდებენ.

“დადგნენ შემოსასვლელში, შემოუშვან ორ-ორად. ჩვენ დავიცავთ ყველაფერს. რა ქნან ადამიანებმა, რომლებსაც ბაზრიდან პროდუქტი ნისიად მიაქვთ?,"- ამბობრნ ერთ-ერთი მოვაჭრეები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა ალექსადრე მოწერელიამ სენაკის ბაზრის დახურვის შესახებ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, სანამ კონკრეტული ღონისძიებები არ გატარდება, ორშაბათიდან ბაზარი დაიკეტება.

დღის ამბები