04 ივნისი 2020,   01:47
ვრცლად
გარდაცვლილ 79 წლის ქალბატონს COVID-19-ის გარდა სხვადასხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა - ლევან რატიანი

მარნეულელელი 79 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული  გარდაიცვალა. ის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი განმარტავს, რომ მას სხვადასხვა თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა. 

"თანდართული ანამნეზით კახექსიამ, ჰიპერტენზიამ და მკვეთრი წონის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კოვიდინფექციისა და ნებისმიერი ვირუსული ინფექციის მქონე პაციენტის დამძიმება. სამწუხაროდ, მაღალი ლეტალობის გამოსავლით. გარდაცვლილი ქალბატონი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან 79 წლის იყო.

განმვარტავ, რომ ის მძიმე თანმხლები დაავადებებით იყო. ერთ-ერთი იყო გულის უკმარისობა მეოთხე კლინიკური ჯგუფით, რაც იმას ნიშნავს, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ქალბატონის მდგომარეობა, კარდიოლოგების მიერ, დეკომპენსაციით ფასდებოდა,"- აღნიშნა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები