05 ივნისი 2020,   04:26
ვრცლად
ევროპა კორონავისუსის გავრცელების ცხელ წერტილად რჩება - იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა 

ახალი კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილად კვლავ ევროპა რჩება. იტალიაში ინფიცირების ახალი ფაქტების შემცირების მიუხედავად, ფატალური შემთხვევების კუთხით ქვეყანა კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 766 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი 2339-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა. დაავადება 19 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.

ფატალური შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი. ინფიცირებულია 117 ათასზე მეტი პირი, ხოლო დღე-ღამის განმავლობაში ფატალური შემთხვევების რაოდენობა 661-თ გაიზარდა და მაჩვენებელმა 11 ათასს გადააჭარბა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი პირბადეების მწარმოებელ ადგილობრივ საწარმოს ესტუმრა და მოსახლეობა მძიმე პერიოდის დროს გაამხნევა.

საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 61%-ით გაიზარდა და 6507-ს მიაღწია. არსებული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა მოხუცებულთა თავშესაფრებში დაღუპულ ადამიანთა აღრიცხვამ განაპირობა.

დღის ამბები