06 ივნისი 2020,   08:14
ვრცლად
"ლიბერთი ბანკი" სახელმწიფო ზრუნვაში არსებული თავშესაფრების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად დაფარავს

"ლიბერთი ბანკი" სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად დაფარავს.

საუბარია სულ 52 ობიექტზე. კომუნალური გადასახადს "ლიბერთი" ერთი წლის განმვლობაში გადაიხდის. რაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაჯდება. ასევე ლიბერთი ბანკი მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს და 52-ვე ობიექტს პირველადი საჭიროების მედიკამენტსა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინვენტარს უსასყიდლოდ გადასცემს.

"მოხარულები ვართ, ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ გამოვიკითხეთ თუ რა სჭირდებოდათ ამ ორგანიზაციის ბინადრებს და მათ არსებულ ვირუსთან დაკავშირებით საჭირო პრევენციული ზომებისთვის საჭირო ინვენტარებით,"- განაცხადა "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, საოპერაციო დირექტორმა, ლევან თხელიძემ.

დღის ამბები