05 ივნისი 2020,   04:15
ვრცლად
ქუთაისში აგრარული ბაზრები დაიკეტა

ქუთაისში აგრარული ბაზრები დაიკეტა. შეზღუდვა შეეხო ღია სექციებს, სადაც პროდუქტი ე.წ. დახლებზე იყიდებოდა.  

ბაზრის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები კი მუშაობას გააგრძელებენ. ამ წუთებში მოვაჭრეებს ბაზრიდან პროდუქტი გააქვთ. მათი თქმით, გაფრთხილებული იყვნენ, რომ ბაზარი დაიკეტებოდა, თუმცა ზუსტი დრო არ იცოდნენ და მხოლოდ დილით მოხდა მათი ინფორმირებულობა.

ნაწილმა პროდუქტის რეალიზება ვერ მოახდინა. მოქალაქეების თქმით, ბაზარში პროდუქტის საყიდლად მივიდნენ, თუმცა დაკეტილი დახვდათ.  

ბაზრების დაკეტვასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ. ზვიად შალამბერიძის თქმით, გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო ხდება და იმერეთის მასშტაბით ყველა ბაზარი დაიკეტა.

დღის ამბები