06 ივნისი 2020,   08:31
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული სპორტსმენი წალენჯიხაში სტუმრად იმყოფებოდა - მასპინძელი ოჯახი კარანტინში გადაიყვანეს

"კურიერის" ინფორმაციით, წალენჯიხელი ოჯახი, სადაც სტუმრად ინფიცირებული სპორტსმენი იმყოფებოდა, კარანტინშია გადაყვნილი. ოჯახის ოთხივე წევრი, სავარაუდოდ, ანაკლიის საკარანტინე ზონაში მოათავსეს.

ეპიდემიოლოგები სპორტსმენის კონტაქტებს იკვლევენ. ახალგაზრდა მამაკაცი თანმხლებ პირთან ერთად წალენჯიხის სოფელ ლიაში 28 მარტიდან ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

"კურიერის" ინფორმაციით, სპორტსმენის წალენჯიხაში სტუმრობისას მასპინძლის ოჯახში სუფრაც გაიშალა. ეპიდემიოლოგების კვლევა  სპორტსმენის კონტაქტების შესახებ ჩხოროწყუსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს.

დღის ამბები