31 მაისი 2020,   17:04
ვრცლად
ავსტრალიელი ექიმები ამბობენ, რომ COVID-19 ის განადგურება ფართო მოქმედების ანტიპარაზიტულ წამალს შეუძლია

ავსტრალიაში მეცნიერები დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ COVID-19-ის განადგურება ფართო მოქმედების ანტიპარაზიტულ წამალს შეუძლია.

მეცნიერებმა უჯრედებში კოროვირუსის საწინააღმდეგოდ პრეპარატი - ივერმექტინი შეუშვეს, რის შემდეგაც ვირუსმა გამრავლება 48 საათში შეწყვიტა. ეს წამალი წლებია პარაზიტების, მწერებისა და მუნის წინაღმდეგ გამოიყენება. ახლა მკვლევარები იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ გამოიყენონ აღნიშული პრეპარატი ადამიანებზე კორონავირუსთან საბრძოლველად.

"ოპტიმისტური განწყობით ვარ. ვფიქრობ, როცა კორონავირუსის წინააღმდეგ ივერმექტინის ადამიანებზე გამოყენებას შევძლებთ, აუცილებელი იქნება მოსახლეობაზე მუდმივი მონიტორინგი ვაწარმოოთ. ჯერ უბრალოდ უნდა დავრწმუნეთ იქნება თუ არა, ეს პრეპარატი ადამიანებზეც ასეთივე ეფექტური,"- აცხადებს ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი. 

დღის ამბები